ტელმანის ქუჩაზე, სისხლის გადასხმის სადგურის გვერდით მდებარე კულტსაგანმანათლებლო სკოლის შენობაში. მისი დირეტორი იყო ჩვენი სკოლის ყოფილი პედაგოგის, აწ გარდაცვლილი ქეთო გიორბერიძის მეუღლე ვლადიმერ ჩირგაძე.
N24 სკოლის დირექტორი დაარსებიდან 1972 წლამდე იყო მიხეილ რიჟინაშვილი, დირექტორობიდან განთავისუფლების შემდეგ იგი მეთოდკაბინეტში გეოგრაფიის მეთოდისტად მუშაობდა. ხასიათდებოდა როგორც კარგი პედაგოგი, მეთოდისტი და სპეციალისტი. ამჟამად კულტსაგანმანათლებლო სკოლის ეს შენობა არ არსებობს, მის ადგილზე აშენებულია საცხოვრებელი სახლები . იმ დროისათვის სკოლის ძირითადი კონტიგენტი -მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც ებრაელები იყვნენ. მასწავლებლების: კატია მოშიაშვილის, ლალი რიჟანაშვილის, ვენერა გაგულაშვილისა და სხვების გვერდით პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდანენ აწ გარდაცვლილი პაშა მსხილაძე (მათემატიკის მასწავლებელი), ქეთო გორბერიძე (ქართულის მასწავლებელი), ჩვენის სკოლის ცოცხალი მატიანე ქიმიის მასწავლებელი ნათელა ხუბულავა , რომელიც დღესაც მთელი შემართებით განაგრძობს პედაგოგიურ საქმიანობას (ჰყავს მოსწავლეები) და რომლისგანაც მივიღე ინფორმაცია სკოლის დაარსების შესახებ.

გასული საუკუნის 70–იანი წლებიდან, როდესაც მასობრივად
დაიწყო ებრაელთა წასვლა მათთვის წმინდა ადგილზე, ისრაელში, სკოლას დაემუქრა დახურვა,
მაგრამ დარჩენილმა ებრაელებმა თხოვნით მიმართეს მაშინდელ საქალაქო კომიტეტს, არ დაეხურათსასწავლებელი
და 1972 წელს N24–ე სკოლამ ფუნქციონირება განაგრძო ჩკალოვის ქუჩაზე
მდებარე საღამოს სკოლის შენობაში. დაიკავა ორი კორპუსი. ძირითად შენობაში განთავსებული
იყო V-X-XI კლასები, ხოლო მის გვერდით მდებარე
ორსართულიანი შენობის I და II სართულზე- დაწყებითი კლასები. სკოლის დირექტორად დაინიშნა
მიხეილ სეფიაშვილი, ახალგაზრდა კაცი, ბრწყინვალე მათემატიკოსი და კეთილშობილი ადამიანი.
პარალელურად შენდებოდა სკოლის კორპუსი ბუკიას ქუჩაზე,
სადაც ამჟამად ვიმყოფებით. აშენდა 4 სართულიანი შენობა , 40 საკლასო ოთახით, სასადილოთი,
სპორტული და სააქტო დარბაზებით. სკოლა შეივსო
ახალი ინვენტარით, ფუნქციონირებდა შრომითი საქმიანობისათვის კაბინეტები, გოგონებისა და ვაჟებისათვის. სწავლება მიმდინარებდა კაბინეტური სისტემით, იყო 3–მათემატიკის,2–ფიზიკის, 3–ქართულის, 2–უცხო ენის, 1–გეოგრაფიისა და 1–ხელოვნების კაბინეტი.
ასევე სკოლაში იყო საზკვების ობიექტი, რომელიც
ჩვენი სკოლის გარდა 4 სკოლას ემსახურებოდა.
1977 წლის 1 სექტემბრიდან სკოლა გადავიდა ახალ
შენობაში. ძირითადი კონტიგენტი შეივსო 30–ე სკოლიდან გადმოსული ჯგუფებითა და მასწავლებლებით.
ამ დროს ირიცხებოდა 1200 მოსწავლე. სკოლა კეთილმოეწყო, კაბინეტები აღიჭურვა იმ დროისათვის
უახლესი ტექნიკით, დისტანციური მართვის სისტემა დამონტაჟდა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის
კაბინეტებში, მოეწყო ლინგოფონის კაბინეტი. სკოლის დირექტორი მ.სეფიაშვილი ზრუნავდა
ახალი ინვენტარით სკოლის შევსებაზე და ეს ყოველივე
დადებითად აისახა კონტიგენტზე 80–იანი წლებისათვის სკოლას ჰყავდა 1600 მოსწავლე.
მიხეილ სეფიაშვილი დაიბადა ცაგერის რაიონის სოფელ
ლაილაშში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა. მისი გადმოცემით, ის იზრდებოდა ღარიბ ოჯახში,
მაგრამ იყო შრომისმოყვარე და მიაღწია იმას,
რომ სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში მათემატიკის
ფაკულტეტზე, რომლის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო საღამოს მე–6 სკოლაში მათემატიკის
მასწავლებლად, პარალელურად მუშაობდა საავტომობილო ქარხანაში, შემდეგ 1977 წელს დაინიშნა
#24
სკოლის დირექტორად, პარალელურად მათემატიკის
მასწავლებლად. 1977 წელს გადაიყვაეს N36 საჯარო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო
-აღმზრდელობით დარგში, მალევე გაემგზავრა ისრაელში. ამის შემდეგ მის შესახებ არავითარი
ინფორმაცია არ გაგვაჩნია. იყო დაოჯახებული, ჰყავდა სამი გოგონა, სამივე უმაღლესი განათლებით.
მეუღლე ეთერ მარდახიაშვილი ჩვენს სკოლაში ასწავლიდა გერმანულ ენას.
1987 წლიდან
სკოლას სათავეში ჩაუდგა აწ განსვენებული ჯემალ ფაჩუაშვილი.
ჯემალ ფაჩუაშვილი დაიბადა 1937 წელს ქ.ქუთაისში, ინტელიგენტთა ოჯახში. 1969 წელს დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ისტორიის სპეციალობით და იმავე წელს მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის მე–6 საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ აღმზრდელობით დარგში. 1976 წელს დაინიშნა ქუთაისის 33–ე საშუალო სკოლაში დირექტორის მოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, შემდეგ მუშაობა განაგრძო ავტოქარხნის რაიონის მეთოდკაბინეტში მეთოდისტად. 1980 წელს დაინიშნა 26–ე სკოლის დირექტორად, 1987 წელს ქუთაისის N24 სკოლას ჩაუდგა სათავეში, 1991 წლიდან მუშაობდა საღამოს სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.

1991 წელს
სკოლის დირექტორად დაინიშნა მერაბ დანელია.
დაიბადა 1960 წელს ქ.ქუთაისში, დაამთავრა ქუთაისის N31 საშუალო სკოლა, შემდეგ ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით. 1982 წლიდან 1989 წლამდე მუშაობდა ბაღდათის რაიონის სოფელ ზეგანში თავისი სპეციალობით, შემდეგ კი–დიმში. 1990 წლიდან ქუთაისის N24 საშუალო სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად. 1993 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. ამჟამად მუშაობს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსად.

1993 წლიდან 1996 წლამდე სკოლის დირექტორად მუშაობდა
ზურაბ ხმელიძე ერუდირებული, განათლებული და შესანიშნავი ადამიანი. ჩვენს სკოლაში მოსვლამდე
მუშაობდა N21 საშუალო სკოლის დირექტორად, ფიზიკა–მათემატიკის სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად,
ჰყავდა ოლიმპიადებზე გამარჯვებული და წარმატებული მოსწავლეები. არის დაოჯახებული. ამჟამად
პენსიონერია.
1996–2006 წლებში სკოლას ხელმძღვანელობდა თამაზ
ლევიძე.
დაიბადა 1943 წელს ქ.ქუთაისში პედაგოგების ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის N23 საშუალო სკოლა, შემდეგ კი ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა №28 სკოლაში უფროს პიონერხემძღვანელად,პედაგოგად,დირექტორის მოადგილედ,1973 წლიდან საქალაქო საბჭოს აღმასკომშია საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1977 წლიდან იყო №4 საღამოს, №18, №31, №35 საშუალო სკოლების დირექტორი. 1986-1989 წლებში ავტოქარხნის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოვალეობას ასრულებდა. დაჯილდოებულია სახალხო განათლების წარჩინებულის სამკერდე ნიშნითა და დიდების ორდენით.

2007 წლიდან დღემდე სსიპ-ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს ქალბატონი სოფიო ხარშილაძე, რომელიც ენერგიასა და ძალისხმევას არ იშურებს,რომ სკოლა წარმატებულ სასწავლო დაწესებულებათა რიგში იყოს. არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სსიპ-ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლამ
თვისუფლად შეიძლება იამაყოს თვისი ღვაწლმოსილი და შესანიშნავი მასწავლებლებით, რომელთა
თავდაუზოგავი შრომა ჩანს ყველგან და ყველაფერში.
სკოლის
უხუცესი, ყოფილი პედაგოგი, ღვაწლმოსილი ადამიანი ნათელა ხუბულავა დაიბადა 1927 წელს
ვანის რაიონ სოფელ უხუთში,დამთავრებული აქვს ქუთაისის ალ.წულუკიძის სახელობის სახელმწიფო
პედაგოგიური ინსტიტუტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტი.1955 წლიდან 1995 წლამდე მუშაობდა
ჩვენს სკოლაში, პარალელურად ,ამავე პერიოდში მუშაობდა ნორჩ ნატურალისტთა სადგურში მეთოდისტად.
ლიანა ოჩხიკიძე, რომელიც მოსწავლე-ახალგაზრდობის
აღზრდა-განათლების საქმეს ემსახურება უკვე
ექვსი ათეული წელი. დაიბადა 1937 წელს ვანის რაიონის სოფელ მიქელეფონში, 1952
წელს დაამთავრა სოფლის შვიდწლიანი სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის ი.გოგებაშვილის
სახელობის პედაგოგიურ სასწავლებელში.1960 წელს სწავლა გააგრძელა თბილისის პუშკინის
სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა
1965 წელს. იმავე წელს მუშობა დაიწყო ვანის რაიონში.1975 წლიდან მუშაობდა ქალაქ ქუთაისის
№35 საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად,1981 წლიდან დღემდე მუშაობს სსიპ-ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო
სკოლაში,მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და სიგელი.
სკოლის სპორტის მასწავლებელი ნანა ბაბუნაშვილი,
ღვაწლმოსილი და დამსახურებული ადამიანი, დაუღალავი შრომით ემსახურება მოსწავლეთა ჯანსაღი
წესის დამკვიდრებას სკოლაში. იგი დაიბადა 1949 წელს ქალაქ ქუთაისში,დაამთავრა ქუთაისის
№23 საშუალო სკოლა, ნანა ბაბუნაშვილი თავისი მოღვაწეობით ღირსეულად იცავდა არა მარტო
ქალაქის, არამედ რესპუბლიკის სპორტულ ღირსებას სხვადასხვა მასშტაბურ, რესპუბლიკურ თუ
საერთაშორისო შეჯიბრებებზე. იყო საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი,საბჭოთა კავშირის
პრიზიორი,საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების წევრი. 2-ჯერ არის
დაჯილდოებული საპატიო სიგელით საბჭოთა კავშირის ცენტრალური სპორტული კომიტეტის მიერ,ტანვარჯიშში
ჰყავს წარმატებული მოსწავლე ირმა ყიფშიძე, რომელიც 1964 წლის სპარტაკიადის ჩემპიონია
თავისუფალ ვარჯიშში, იმავე წელს ტალინში გამართულ თავისუფალ ვარჯიშში მან მოიპოვა ოქროს
მედალი. სპორტის ოსტატმა ნანა ბაბუნაშვილმა სახელოვანი ფურცლები შემატა ქართული სპორტის
ისტორიას.
სსიპ-ქალაქ ქუთაისის №24 საჯარო სკოლაში
წარმატებულ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან სტაჟიანი მასწავლებლები: ქეთევან გოდერიძე,
ქეთინო ხურციძე, მარინე ჯიშკარიანი, ნინო მიქაბერიძე, ნანა ტაბატაძე, მარინე ბოჭორიშვილი(ქართული
ენა და ლიტერატურა); მარინე ცხვედიანი(რუსული ენა); ნანა ჭეიშვილი, გულნაზი მაკარიძე,
ეთერი ლებანიძე(მათემატიკა); ზაირა მაკარიძე, ეკატერინე ადეიშვილი(ინგლისური ენა);
ნატო დანგაძე(სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება);დოდო ზამთრაძე(ფიზიკა);მარინე ზარქუა,ნუკრი
ხურციძე,ეკატერინე ნაროუშვილი(ისტორია,სამოქალაქო განათლება); თამარ კვერნაძე(ისტ);
გულნარა ჯოხაძე,მარინე სართანია(ბიოლოგია);გოჩა სულამანიძე(სპორტი); ლალი გიორგობიანი,ნანი
კახიანი,ირა გვეტაძე, მანანა ხურციძე, ქეთინო ნიჟარაძე, მაია ახალაძე(დაწყებითი კლასები),ირინე
მაღლაკელიძე(მუსიკა);
პედაგოგები ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს გვერდით პედაგოგიურ საქმიანობას ეწევიან
და წარმატებით ართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობას ჩვენი სკოლის კურსდამთვრებულები:ინგა
კვიჟინაძე(მათემატიკა); ლია ნათენაძე (გეოგრაფია); ირმა მონიავა(ქიმია);
სკოლის პედკოლექტივს შემოემატნენ და წარმატებით აგრძელებენ ტრადიციებს
ახალგაზრდა პედაგოგები: ნათია მელქაძე, ცირა სანებლიძე(ინგლისური ენა); ირმა კაშმაძე(მუსიკა);
ნათია აბულაძე, თეა არონია, მარიკა კოჩაძე(დაწყებითი კლასები).
არ შეიძლება არ გავიხსენოთ ის პედაგოგები,რომლებსაც დიდი დამსახურება მიუძღვით
ჩვენი სკოლის წარმატებაში,თუმცა პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ეწევიან, ესენი არიან:
ლ.შალამბერიძე, ნ.დოღონაძე, ე.შალიკიანი, თ.სვანიძე, შ.მანაგაძე.
გულისტკივილით
ვიხსენებთ იმ პედაგოგებს,რომლებიც ნაადევად გამოაკლდნენ ჩვენს რიგებს: ლ.ჩაკვეტაძე,
ნ.ბრეგაძე, ნ.ჯანელიძე, ნ.ბანძელაძე, ნ.ლომთაძე, ქ.გიორხელიძე, პ.მსილაძე, ვ.მამრიკიშვილი;
რამდენიმე წლის წინ მოულოდნელად გამოგვაკლდა ახალგაზრდა პერსპექტიული სერტიფიცირებული პედაგოგი ჟოზეფინა გუგავა, გული
დაგვწყვიტა ქიმიის პედაგოგმა ნატო დუნდუამ, რომლის გარდაცვალება მოულოდნელი იყო ყველასათვის.
სკოლაში ფუნქციონირებდა სკოლისმოსწავლეთა გუნდი,
რომელსაც სათავეში ედგა ულამაზესი ქალბატონი ნელი ჩქარეული, გუნდი წარმატებით გამოდიოდა
რესპუბლიკურ თუ საქალაქო ოლიმპიადებზე, ბევრჯერ დაჯილდოებულან ოქროს მედლებით.
სკოლაში მრავალი
წელია არსებობს ქორეოგრაფიული სტუდია“სამება“ რომელსაც წარმატებით ხელმძღვანელობს ქორეოგრაფი გოჩა მაღლაკელიძე.
ჩვენი სკოლის მოცეკვავეები ყოველ წელს ხდებიან სხვადასხვა კონკურსის ლაურიატები.
ელექტრონული წიგნი იხილე აქ
: სკოლის მატიანე შენიშვნა : ელექტრონულ წიგნში გვერდების გადასაშლელად დააწკაპეთ უშუალოდ გვერდზე /ე.ნ/
: სკოლის მატიანე შენიშვნა : ელექტრონულ წიგნში გვერდების გადასაშლელად დააწკაპეთ უშუალოდ გვერდზე /ე.ნ/
No comments:
Post a Comment