სსიპ-ქალაქ ქუთაისის N48 საჯარო სკოლა
სკოლა
შეიქმნა ელექტროტექნიკისა და კავშრიგაბმულობის,მანქანათმშენებლობისა და ტრანსპორტის
და სამხედრო ლიცეუმების გაერთიანების ბაზაზე.
1993-94 წლებში
ქუთაისში განხორციელდა სასკოლო რეფორმა ,რომლის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობდა
,რომ მეათე ,მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებს (თერთმეტწლიანი სწავლების პერიოდში)
ესწავლათ ლიცეუმებში,სადაც გაძლიერებული იქნებოდა იმ პროფილის საგნების სწავლება ,რომლებიც
მაპროფილებელი ან ძირითადი საფუძველი იქნებოდა არჩეული დისციპლინისთვის .ამ მოსაზრებით
საშუალო სკოლიდან მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები გადაიყვანეს სასურველი პროფილის
ლიცეუმებში .
რეფორმის
შედეგად ჩამოყალიბდა ხელოვნების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ,საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა,
ეკონომიკური ,სამხედრო ,სპორტული და ა.შ.ლიცეუმები.
სამხედრო ლიცეუმის
ჩამოყალიბებასა და შემდგომ სრულყოფაში
დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ რუსლან ჭოლაძეს რომელიც ამავდროულად მეცხრე სკოლის დირექტორი
გახლდათ, შესანიშნავ ადამიანს თავისი პიროვნული ღირსებებით და პრწყინვალე პედაგოგს.
ბატონი რუსლანი სულ იმის ფიქრში იყო როგორმე ლიცეუმს თავისი ღირსეული ადგილი ეპოვა
საგამანათლებლო სივრცეში და იპოვა კიდეც. თავიდან ლიცეუმი მდებარეობდა არხის ქუჩაზე.
დოსააფის შენობაში. პირველმა კურსდამთვარებულებმა სწავლა
წარმატებით გააგრძელეს თავდაცვის ,პოლიციის
და უშიშროების აკადემიაში. ლიცეუმის დაფუძნებაში გარდა ბატონ რუსლან ჭოლაძისა დიდი
წვლილი შსიტანა დირექტორის მოადგილემ სასწავლო აღმზრდელობით დარგში თეიმურაზ ხონელიძემ,
სამხედრო აღზრდისა და ფიზკულტურის სპეციალისტმა. ბატონი თემური იყო ძლიან კარგი პედაგოგი
და ორგანიზატორი.
ბუდუ ფოცხვერაშვილი -მაიორი, სამხედრო საქმის შესანიშნავი
მცოდნე,გამოცდილი პედაგოგი,დირექტორის მოადგილე სამხედროპატრიოტული აღრზდის საქმეში.
ავთანდილ ჩაკვეტაძე-ლიცეუმის ორგანიზატორი ,ისტორიისა
და საზოგადოებისმცოდნეობის მასწავლებელი ,უაღრესად განათლებული ადამიანი.
ლიცეუმში მუშაობდნენ ასევე პედაგოგები იური ცინცაძე-გეოგრაფიის
მასწავლებელი,ჯიბო ხეცურიანი-ავტოსაქმის მასწავლებელი. , მადონა ცინცაძე-რუსული ენის მასწავლებელი. ნინო ფხაკაძე
-ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი, ნინო ხუნწარია- ქართული ენის მასწავლებელი ,შორენა
მუშკუდიანი -მათემატიკის მასწავლებელი,ზურაბ ბართაია-ფიზიკის მასწავლებელი, რამაზ ფორჩხიძე
-ფიზკულტურისა და აღმოსავლური ორთაბრძოლების მასწავლებელი. მზია გედენიძე -საქმეთა
მმართველი
ლიცეუმმა აღნიშნულ შენობაში იარსება ერთი წელი. შემდგომ
ცოტა ხნით გადავიდა მეცხრე საშუალო სკოლის შენობაში და საბოლოოდ დაფუძვნდა ავტოქარხნის
ქუჩა N---55 . დიდ ოთხსართულიან შენობაში. გაიზარდა ლიცეუმის კონტიგენტი და 1995-96წლებში
უკვე 6-6 მეათე -მეთერთმეტე კლასი არსებობდა. საჭირო შეიქმნა პედაგოგთა გუნდის შევსება
და ლიცეუმში მუშაობა დაიწყეს : გოგიტა მანჯგალაძე-ოცმეთაური.რონალდ რატიანი-ოცმეთაური
, გოგი არჯევანიძე -ოცმეთაური, ზურაბ ჭოლაძე -ოცმეთაური,მერამ კვერენაძე -ოცმეთაური
, ისტორიის მსაწვალებელი. ემზარ სვანაძე -ოცმეთაური.ქართული ენის მასწავლებელი. გოჩა
იოსებაშვილი-მაიორი,სამხედრო საქმის სპეციალისტი,კიევის სამხედრო აკადემია დამთავრებული-ასმეთაური,
ეკატერინე ნაროუშვილი -ოცმეთაური, ისტორიის მასწავლებელი ,მარინა ბოჭორიშვილი-ოცმეთაური,ქართული
ენის მასწავლებელი.ლეილა მანჯგალაძე-გეოგრაფიის მასწავლებელი, მინდა გახოკიძე -ქიმიის
მასწავლებელი, მარინა ღოღელიანი-ქართული ენის მასწავლებელი, მანანა ქვაცაბაია-ქართული
ენის მასწავლებელი, ნატო გუმბერიძე -ქართული ენის მასწავლებელი, თამილა კუპატაძე-ქართული
ენის მასწავლებელი, მარინე ცხვედიანი-რუსული ენის მასწავლებელი, ტატა ბლიაძე -რუსული
ენის მასწავლებელი, ნანა გაბადაძე -რუსული ენის მასწავლებელი, ია იდაძე-რუსული ენის
მასწავლებელი, ქეთევან კოხრეიძე-მათემატიკის მასწავლებელი, ნატო ბიბიჩაძე-მათემატიკის
მასწავლებელი, ნონა წოწორია -მათემატიკის მსაწავლებელი, ანა სიმსივე -ინგლისური ენის
მასწავლებელი, მაკა გაჩეჩილაძე- ფიზიკის მასწავლებელი, მეგი ბოგვერაძე-საქმეთა მმართველი,
შემდგომ გეოგრაფიის მასაწავლებელი, სიმონ არველაძე-პროფესორი -ეთიკის მასწავლებელი,
ირაკლი შალამბერიძე-სპორტის მასწავლებელი, შორენა ჯიქიძე-საქმეთა მწარმოებელი , სოფიკო
ჭრელაშვილი-თურქული ენის მასწავლებელი, სალომე ბაკურაძე -არაბული ენის მასწავლებელი,
ზვიად ცხვედიანი-პროფესორი-არაბული ენის მასწავლებელი,ოთარ ბერია-დირექტორის მოადგილე
სამეურნეო დარგში , ზაზა მაჩალაძე -ბუღალტერი, დავით მამარდაშვილი-ტექნიკური მუშაკი.
1998 წლიდან
სამხედრო ლიცეუმის დირექტორი გახდა იოსებ ფხაკაძე, ღირსეული ხელმძღვანელი და გამოცდილი
მუშაკი ( სხვადასხვა დროს იყო მეთერთმეტე , ოცდამეთვრამეტე, მეთორმეტე სკოლების დირექტორი)რომელმაც კიდევ უფრო
განავრცო წინამორბედი ხლმძღვანელის დაწყებული საქმე.
ლიცეუმში აღიზარდა
ბევრი სახელოვანი ადამიანი .მათ შორის საქარველოს ეროვნული გმირები: მიშიკო დვალიშვილი და თამაზ ნიკიტინი, რომლებიც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის
ბრძოლას შეეწირნენ.
ლიცეუმის
კურსდამთავრებულთაგან დღეს ბევრი მუშაობს
თავისი სპეციალობით მაღალ თანამდებობებზე. მათ შორისაა ვიტალი რამიშვილი, შალვა ნიკოლეიშვილი,
კახა კაპანაძე , ზურაბ ჯანელიძე , კოტე სვანაძე , გურამ ვაშაყმაძე , პაატა შალამბერიძე
,კოტე გერასიმოვი , კახა ნიკურიანი, ირაკლი ნებიერიძე და სხვები, დათო ტყეშელაშვილი-დაამთავრა
სამხედრო აკადემია უკრაინაში, რობერტ ბოჭორიშვილი სამხედრო აკადემიიდან სწავლა გააგრძელა
გერმანიის სამხედრო სასწავლებელში. მიშიკო ოშხერელი, მიშიკო შენგელია ,ჟურნალისტი ქრისტინე
მაჩალაძე.
თავისი
არსებობის მანძილზე ლიცეუმს სტუმრობდნენ : პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ,საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ვარდიკო ნადიბაიძე, სასაზღვრო ჯარების სარდალი ვალერი ჩხეიძე , უშიშროების მინისტრი
ვალერი ხაბურძანია, პრემიერ მინისტრი ზურაბ ჟვანია და სხვები
ძალიან მნიშვნელოვანი
იყო სამხედრო ლიცეუმის ისტორიაში ამერიკელი
დიპლომატის და სამხედრო პირის მ. შალიკაშვილის სტუმრობა მაღალი თანამდებობის სამხედრო პირებთან ერთად.
მანქანათმშენებლობის და ტრანსპორტის ლიცეუმი განთავსებული იყო შესანიშნავ ორსართულიან
შენობაში , მასში არსებული ყველა სალექციო აუდიტორია , ლაბორატორია და სასწავლო სახელოსნოები
აკმაყოფილებდა მოსწავლეთათვის აუაუცილებელ სასწავლო პროცესების მაღალ დონეზე ჩატარების
ამოცანას.
სასწავლებლის
პედაგოგიური საბჭო დაკომპლექტებული იყო უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებელებით,
რომლებმაც დაამთავრეს პედაგოგიური და ტექნიკური უნივერსიტეტები, ჰქონდათ პედაგოგიური
მუშაობის გამოცდილება, ენერგია და ენთუზიაზმი. ვრცელ პედაგოგთა არმიას, რომელთა შორის
შედიოდნენ აკაკი გელაშვილი და ზამირ ახვლედიანი, ტერეზა გოგისვანიძე და ნათელა ხუჭუა,
ნატო დუნდუა და დალი ჯიშკარიანი , მანონ ისიანი და ნანა ხმალაძე ,მარინე ფარჯიანი და
მანანა ჟორჯოლიანი, ირინე ჯინჯიხაძე და თამარ ბაღდავაძე, მზია კინწურაშვილი და რეზო
იმედაძე, ლალი ჩირგაძე და რომან დადუნაშვილი, 1993-97 წლებში ხელმძღვანელობდა ბადრი ლოსაბერიძე, ხოლო
1997 ბადრი ლოსაბერიძის გარდაცვალების შემდეგ , ლიცეუმის მრავალრიცხოვამა კოლექტივმა
ქალაქის ხელმძღვანელობას დირექტორის თანამდებობაზე გოჩა არსენიძის კანდიდატურა წარუდგინა.
სასწავლებლის
დირექტორის მოადგილედ სასწავლო -აღმზრდელობით დარგში მუშაობდა ქალბატონი ნანი ღიბრაძე, დაუღალავი და ყველასათვის
საყვარელი პედაგოგი.
ლიცეუმის ლაბორატორიას
განაგებდა ქალბატონი ნათელა შენგელია,რომელსაც გამოცდილება სპეც საკონსტრუქტორო ბიუროში
ქონდა მიღებული.
ლიცეუმში
მოთავსებიული იყო მუზეუმი , რომელსაც ხანდაზმული
პედაგოგი ტერეზა გოგისვანიძე ხელმძღვანელობდა და საკუთარ თავზე მეტად უფრთხილდებოდა,
აღსანიშნავია , რომ აქ თვამოყრილი იყო თითქმის ყველა ეს ნაკეთობა რომელიც სასწავლებელს
შეუქმნია არსებობის მანძილზე.
ლიცეუმში
ფუნქციონირებდა სპეციალობები: მანქანათმშენებელი წარმოების, ეკონომიკა და მართვა ,
მანქანათმშენებლობის ტექნოლოგია, მასალების ქიმიური ანალიზი, აწარმოებდნენ საყოფაცხობრებო
დანიშნულების დანადგარებს-ფრეზებს, ჭაღებს,ავტომანქანის დომვკრატს,სიმძლავრეების მაგიდას
ვერტიკალური საბურღი ჩარხებისთვის. ლიცეუმს ყოველწლიურად 80-ზე მეტი მოსწავლე ამთავრებდა.
ქალაქ
ქუთაისისა და საქართველოს სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგების კვალიფიციური კადრებით
უზრუნველყოფის საქმეში სახელოვანი ისტორია შექმნა ქუთაისის N 33 საშუალო პროფესიულ
-ტექნიკურმა სასვლებელმა, რომელიც 1993 წელს
ელექტროტექნიკისა და კავშირგაბმულობის ლიცეუმად გადაკეთდა.
ერთსულოვნება,
კოლეგიალობა და ურთიერთპატივისცემა აერთიანებდათ ლიცეუმის დირექტორს ოლეგ ნიქაბაძეს
და მის პედაგოგიურ კოლექტივს, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ : ჟოზეფინა გუგავა,
მარინა სართანია, მაია ესართია, რუსუდან დეისაძე, დარეჯან მიქაბერიძე , მალხაზ ბუხაიძე,
მედეა ქათამაძე, ზაურ ჩოგოვაძე, ზურაბ კაპანაძე, რუსუდან მინდიაშვილი, ირმა მახვილაძე,
გრიზელდა თვალთვაძე, სოფიკო პაქსაძე, ნონა ონიანი,აზა ჩუბინიძე, საბუღალტრო და ტექნკური
დარგის მუშაკები: ნუნუ ბენიძე, ლია გოდუაძე, ლავრენტი გორგოძე.
ბატონ
ოლეგს ღირსეულ პარტნიორობას უწევდნენ მოადგილეები:სასწავლო აღმზრდელობით დარგში-ივერი
აფრიდონიძე, პროფმომზადების დარგში- ალბერტ გოცირიძე .
ლიცეუმი
სამართლიანად ამაყობდა იმ ადამიანებით , რომლებმაც აქ მირებული ტექნიკური განათლების
შემდგომ სწავლა გააგრძელეს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში და ქვეყნის სამსახურში ჩადგნენ: საქართველოს რესპუბლიკის
უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია .ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამზ ურიადმყოფელი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი დ.სვანაძე,ფილოლოგიურ
მეცნიერებათა კანდიდატი ირაკლი ცხვედიანი, გამოჩენილი კონორეჟისორი ნიკო წულაძე, შინაგან
საქმეთა სამინისტროს პასუხისმგებელი მუშაკები: დავით კეკუა,ავთანდილ კახიძე.
No comments:
Post a Comment